0 0 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ოქრუაშვილი: „ეჰ, ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი”

ირაკლი ოქრუაშვილი ნიკა გვარამიას საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხმაურება და მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით წერს:

“გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე ჩემს საქმესაც იხილავს. ამას წინათ უკრაინაში ომში ყოფნის დროს, რომ ჩამინიშნა პროცესი, პოსტით ვიხუმრე ჩამოვიდე და დავესწო თუ გავუშვა “რუსკი კარაბლის” მიმართულებით მეთქი. წაუკითხავს, “იკაცა” და ადვოკატის პირით, მუქარანარევი ტონით შემომითვალა “ჩვენც ხალხნი ვართ” და ნუ გაგვაბრაზებსო.

ეჰ, ჩემო ლაშა, ნეტავ მართლა რამეს წყვეტდე და მთლად შენზე იყოს დამოკიდებული ჩემი თუ გვარამიას საქმის ბედი. არ ვიცოდეთ მაინც, რა კვერცხებით ჰყავხარ ივანიშვილს და სისტემას დაჭერილი – რამდენიმე წლის წინ ავტოავარიაში კაცი რომ მოკალი და საქმე ჩაგიფარცხეს. ისიც ვიცით შენს ძმას შსს დროდადრო ნარკოტიკზე თუ მსგავსზე რომ იჭერს და უშვებს.

დრონი მეფობენ და არა მეფენი. მით უმეტეს მონები ვერასდროს მეფობენ, ყველამ დაიმახსოვროს”, – წერს ირაკლი ოქრუაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები