1 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„მე მილიარდელი ივანიშვილი ვარ და ყველაფრის კადრების უფლება მაქვს… გამიღეთ სამოთხის კარი!“

შსს-ს  გენინსპექციის დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე ვარლამ ხათრიძე სოციალურ ქსელში წერს:

„ავაშენე სამების ტაძარი —- 
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

აღვადგინე ეკლესია-მონასტრები —-
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

ავაშენე საავადმყოფოები და სკოლები—- 
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

დავეხმარე და დღემდე ვეხმარები ინტელიგენციას —-
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

დავეხმარე გაჭირვებულებს და ავადმყოფებს —-
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

დავამარცხე სააკაშვილი, მაგრამ რეჟიმის შემოქმედნი დავაწინაურე ხელისუფლების ყველა შტოში —- 
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

დავამცირე და გამოვიყენე ჩემი ერთგულნი და თანამებრძოლნი. მერე მოვისროლე. მერე რააა —-
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

ამ ქვეყანას აკვარიუმად აღვიქვამ, ცოტას ვერთობი. მერე რაა —- 
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

მე მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი ვარ —-
მე ყველაფრის კადრების უფლება მაქვს

და ამ ყველაფრის შემოქმედს მომეცით უფლება ვიყო გაბრუებული ამპარტავნებით… გამიღეთ სამოთხის კარი მე… მე ბიძინა ივანიშვილს, მე ხომ ყველაფრის უფლება მაქვს… თუ არა?

“ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მას: ერთიღა გაკლია: გაყიდე ყველაფერი, რაც გაბადია, მიეცი გლახაკთ და გექნება საუნჯე ცაში; მერე მოდი და გამომყევ მე. ხოლო ის დამწუხრდა ამის გაგონებისას, რადგანაც ძალიან მდიდარი იყო.
დამწუხრებული რომ დაინახა, იესომ თქვა: რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა.ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში”(ლუკა 18.22-25).

“ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი” (1 პეტ. 5, 5).“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები