1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

„ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ კარზე გვედგა 17 მაისი" - გიორგი გახარია

„ეს რომ არ ყოფილიყო 13-14 მაისი, ცოტა სხვანაირად მოვიქცეოდით, უბრალოდ კარზე გვედგა 17 მაისი, რომელიც არ არის მარტო მთავრობის გამოწვევა. ჩვენი ყველას გამოწვევაა. ჩვენ რაღაცნაირად შევძელით, რომ ეს გამოხატვის თავისუფლება დაგვეცვა თქვენთან ერთად,“- ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენში დეპუტატების მიერ დასმული შეკითხვების საპასუხოდ გააკეთა.

მან საკანონმდებლო ორგანოში ღამის კლუბებში „ბასიანსა“ და „გალერიში“ ჩატარებულ სპეცოპერაციასა და მის გასაპროტესტებლად გამართულ აქციებზე ისაუბრა.

„იძულებული ვიყავით, იმიტომ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, საკმაოდ კონსერვატიულ საზოგადოებაში, ასევე გამოხატვის თავისუფლებით ცოტა უფრო აგრესიული ფორმები ერთდროულად დაგვებალანსებინა, რისი სამართლებრივი უფლებაც პოლიციას გააჩნია და გადაცდომას და უფლებამოსილების გადამეტებას ადგილი არ ჰქონია,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები