1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“შემთხვევა არის ძალიან სამწუხარო, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს" - დავით ნარმანიას კომენტარი ვარკეთილის მეტროში მომხდარ ჭერის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით

“შემთხვევა არის ძალიან სამწუხარო, რასაც არანაირი გამართლება არ აქვს. მნიშვნელოვანია ის, რომ გაირკვეს გამოძიებით რასთან გვქონდა საქმე. მე რაც ნამდვილად მახსოვს, პროექტი არსებობდა ნამდვილად, საპროექტო დოკუმენტაცია, რომელზე დაყრდნობითაც გამოცხადდა ტენდერი. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები. ასევე რაიმე სახის დაჩქარებასთან ან დროულად გაკეთებასთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან კომპანიასთან მითითებები არ ყოფილა. კომპანიას ჰქონდა საკმარისი დრო და რესურსი იმისთვის, რომ გაეკეთებინა სამუშაოები ხარისხიანად. ალბათ ძალიან ბევრ კითხვაზე უნდა გაგვცეს გამოძიებამ პასუხი და შესაბამისად, დაისაჯონ ძალიან მკაცრად ის პირები, რომელთა ბრალეულობაc გამოიკვეთება გამოძიების პროცესში,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კითხვაზე, ვისი პასუხისმგებლობა დგას ჩატარებული სამუშაოების ჩაბარების კუთხით, თბილისის ყოფილი მერი ამბობს, რომ  დეტალების შესახებ ინფორმაციას ფლობს სატრანსპორტო კომპანია, რომელიც სატენდერო და ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს სწორედ სატრანსპორტო კომპანია უწევდა.

„დეტალებზე უნდა ვკითხოთ სატრანსპორტო კომპანიას, იმიტომ, რომ საკუთრივ სატენდერო კომისიაც და შესაბამისად, ობიექტთან დაკავშირებულ საკითხებს ზედამხედველობას უწევდა თბილისის სატრანსპორტო კომპანია. შესაბამისად, მეტ დეტალურ ინფორმაციას კომპანია მოგაწვდით. მე ერთხელ ვიმყოფებოდი ობიექტზე, ისევე როგორც ამ კომპანიის მიერ შესრულებულ წინა ობიექტზე, ახმეტელის მეტროსადგურში. ჩვენ ამ მეტროსადგურების რეაბილიტაცია დავიწყეთ იმიტომ, რომ იქ იყო ძალიან კრიტიკული მდგომარეობა,“ - აცხადებს დავით ნარმანია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები