1 6 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,როგორ ხდება რომ ადამიანი "ა" პუნქტიდან ქრება და "ბ" პუნქტში ჩნდება"- პრეზიდენტი აზერბაიჯანელ ჟურნალისტზე

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თბილისიდან გაყვანის ფაქტს ეხმაურება. განცხადება გიორგი მარგველაშვილმა აუდიტის სამსახურში ვიზიტისას გააკეთა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ დღეს საქართველოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ქვეყანა კრიზისული მენეჯმენტის რეჟიმში იმყოფება.

„დღეს ჩვენი სახელმწიფოს იმიჯი სერიოზული დარტყმის ქვეშ არის. მე მინდა გითხრათ, რომ მეც, სხვა მაღალი თანამდებობის პოლიტიკოსები, ვინც ვართ, კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ იმ ფაქტთან მიმართებაში, რაც თუნდაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეს უკავშირდება. 


ჩვენ ახლა კრიზისის მენეჯმენტის რეჟიმში ვართ, რომ საქართველოს სახელმწიფოს იმიჯი გამოსწორდეს, რომ ის ბრალდებები, რომელიც გაისმა ქართულ სახელმწიფოსთან მიმართებაში, იქნას ადეკვატურად პასუხგაცემული, როგორც ქვეყნის შიგნით და რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენს მოქალაქეებთან პასუხის გაცემაა, ასევე ქვეყნის გარეთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტი ამბობს, რომ გაკეთებული განმარტებები მისთვის გაუგებარია.

"სულ რამდენიმე დღის წინ თბილისში გაქრა ადამიანი, ბაქოში აღმოჩნდა და მთელი საზოგადოება ბავშვს რომ ფოკკუსს აჩვენებენ, ასე ვსხედვართ და უნდა მოვიფიქროთ, რომ როგორ ხდება ასეთი რამე, რომ ადამიანი  პუნქტში ქრება და  პუნქტში ჩნდება. არ ვიცი ვის უნდა ვკითხო, კოპერფილდს, ვადაჭკორიას, ვის უნდა ვკითხოთ რანაირად შეიძლება მოხდეს  პუნქტიდან ადამიანის გაქრობა და  პუნქტში გაჩენა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები