1 6 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ახალი სკანდალი საპატრიარქოში - პატრიარქის დაცვის უფროსი დღეს სამსახურიდან გაათავისუფლეს

ჩამოტვირთვა

პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის მოქმედი ხელმძღვანელი, ზურაბ ბუჩუკური, თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი2-ს კონფიდენციალურმა წყარომ  მიაწოდა.  

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ადმინისტრაციის უფროსმარუსთავი2-ს განუცხადა, რომ დღეს მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბუჩუკური საქართველოს პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს და მუშაობას აღარც საქართველოს საპატრიარქოში გააგრძელებს, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის რიგებში დარჩება. 

რატომ გაათავისუფლეს პოსტიდან ზურაბ ბუჩუკური და ვინ დაიცავს დღეიდან პატრიარქის უსაფრთხოებას, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. 

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ამბობენ, რომ ახალი ხელმძღანელი ჯერ შერჩეული არ არის და დანიშვნა საქართველოს საპატრიარქოსთან გამართული კონსულტაციების შემდეგ მოხდება.

კულუარული ინფორმაციით, ზურაბ ბუჩუკური ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას სულიერი შვილია, რაც მისი გათავისუფლების მიზეზი გახდა. ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ ბუჩუკური სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, დაიბარა და უთხრა, რომ მას პოსტი უნდა დაეტოვებინა, რადგან ხდებოდა სიტუაციის ესკალაცია საქართველოს საპატრიარქოში.

ბოლო თვეების განმავლობაში ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უკვე მეორე ხელმძღვანელია, რომელიც პოსტიდან მიდის. პირველი სოსო ოხანაშვილი იყო, ილია მეორის ოჯახის წევრი, რომელმაც ე.წ. ციანიდის საქმეზე ატეხილი ხმაურის შემდეგ დატოვა თანამდებობა.

მისი მეგობრის, ბუჩუკურის გათავისუფლება კი საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას, მიერ გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა, რომელმაც ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე და მისი თანამზრახველები ილია მეორის "მოკვდინების" მცდელობაში დაადანაშაულა.

ამ საკითხის გამოძიებაში უკვე პროკურატურაც ჩაერთვება - ციანიდის საქმის პროკურორმა, ჯარჯი წიკლაურმა, განაცხადა: "ჩვენ დავკითხავთ ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გამოძიება ჩატარდება ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმების კუთხით".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები