0 8 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინკლუზიური სწავლების თეატრალური დასის წარმოდგენა სიღნაღში

ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლასთან არსებულმა თეატრალურმა დასმა „ცისარტყელა“ სიღნაღის თეატრში სპექტაკლი „პატარა უფლისწული“ წარადგინა. სპექტაკლში მონაწილეობდა ინკლუზიური სწავლების ცენტრის 13 მოსწავლე.
 წარმოდგენას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნათია სირაბიძე დაესწრო. „ჩვენი სურვილი იყო თეატრალური დასის წარმომადგენლების ნიჭი რეგიონს გასცდენოდა და წარმოდგენა კახეთში გაემართათ. ვფიქრობ, საინტერესო და მნიშვნელოვანია მათი საზოგადოებაში ინტეგრირება და ამ გზით მოტივაციის გაზრდა. ეს შეუზღუდავი შესაძლებლობის მქონე ბავშვები არიან, რომლებმაც არაჩვეულებრივი წარმოდგენა გამართეს სიღნაღში „ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ ნათია სირაბიძემ.
 პროექტის მიზანია შშმ ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების სტიმულირება. მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს მათი მხატვრული უნარების განვითარებას, დაფარული ტალანტების გამოვლენას, რაც თავისთავად დაეხმარება მათ თვითრეალიზაციასა და საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაში. 
პროექტი ა(ა)იპ „ინკლუზიური და ინტეგრირებული განათლება-თანადგომის“ ორგანიზებით,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და სიღნაღის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები