1 5 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ


ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიით დაავადებული პაციენტები, სამკურნალო მედიკამენტებს პერჯეტა-ჰერცეპტინს 80%-იანი ფასდაკლებით მიიღებენ - ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა. 

ჯანდაცვის სამინისტროსა და კომპანია “ როშეს” შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ძუძუს კიბოს ადრეული სტადიით (I, II, III) დაავადებული მოქალაქეების გარდა, მედიკამენტები 80%-იანი ფასდაკლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, მეოთხე სტადიის მქონე პაციენტებმაც მიიღონ.

„მწარმოებლის მხრიდან ფასის დაწევამ, საშუალება მოგვცა არსებული ბიუჯეტით პროგრამაში უფრო მეტი პაციენტი ჩაგვერთო და ძუძუს კიბოს მეოთხე სტადიის მქონე მოქალაქეებისთვის 80%-იანი ფასდაკლებით მიგვეცა აღნიშნული მედიკამეტები“-განაცხადა დავით სერგეენკომ. 

სახელმწიფოსა და კერძო სექტორის, კოორდინირებული ურთიერთთანამშრომლობით, შესაძლებელი ხდება, საქართველოში სრულად იქნას მოცული ძუძუს კიბოთი დაავადებული, ყველა სტადიის პაციენტების მკურნალობა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები