2 1 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

რეფინანსირების განაკვეთი უნდა გაიზარდოს იქამდე, სადამდეც ამის საჭიროება იქნება - კობა გვენეტაძე

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პპ-ით გაზარდა. შედეგად მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11%-ს შეადგენს.

კითხვაზე მაღალი ინფლაციის შემთხვევაში, სადამდე შეიძლება გაიზარდოს რეფინანსირების განაკვეთი, სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზედა ზღვარის ცნება არ არსებობს და იქამდე გაიზრდება, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.

“განაკვეთის ზრდა უნდა მოხდეს იმ დონემდე, რისი საჭიროებაც იქნება, თუმცა აქ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი: თანმდევი მოვლენა, რომელიც ამ გამკაცრებას სდევს არის ის, რომ ლარში საპროცენტო განაკვეთის მაღალი დონე სესხების დოლარიზაციის ზრდასაც ახალისებს, რაც კარგი არ არის და ამით პოლიტიკის განაკვეთის საბოლოო გავლენა მცირდება. 

იმ შემთხვევაში, თუ რისკები მკვეთრად რეალიზდება, პოლიტიკის განაკვეთთან ერთად სხვა ზომების გამოყენებაც შესაძლებელია, რომელიც უფრო ფინანსური სტაბილურობისკენ იქნება მიმართული. გამოწვევების მიუხედავად, სებ-ის პოლიტიკა მიმართული იქნება საკუთარი მანდატის შესრულებისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში ინფლაცია მიზნობრივ დონეს დაუახლოვდეს”,-აცხადებს გვენეტაძე.

მსგავსი სიახლეები