0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა შექმნა

საქართველოს ბანკი პროცესების გამარტივების მიზნით ციფრული ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ციფრული ინდუსტრიით დაინტერესებული ადამიანებისთვის საქართველოს ბანკმა დიზაინ სისტემის ახალი პლატფორმა https://bog.design/შექმნა. პლატფორმა იმ კომპონენტების შესახებ აერთიანებს ინფორმაციას, რომელიც ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესს ბევრად უფრო მარტივს და მოქნილს ხდის. დიზაინ სისტემის ფარგლებში საკუთარი გამოცდილების გაზიარებით, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს დიზაინისა და ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებული ადამიანების კომუნის ჩამოყალიბებას და მათ განვითარებას.

უფრო კონკრეტულად, დიზაინ სისტემა მრავალჯერადი გამოყენების დიზაინ კომპონენტების მზა ბიბლიოთეკაა, რომლის თითოეული ელემენტიც ბრენდის საერთო სტილის, კონცეფციისა და წესების გათვალისწინებითაა შექმნილი, რაც თავის მხრივ, მომხმარებლის სისტემატური კვლევის ანალიზით არის გამყარებული. ის ერთ სივრცეში აერთიანებს როგორც დიზაინის და კოდის დონეზე წინასწარ მომზადებულ კომპონენტებს, ასევე UX-ის, ბრენდის და ყოველდღიურ სამუშაო პროცესში მათი გამოყენებისთვის საჭირო წესებსა თუ სახელმძღვანელოებს.

დიზაინ სისტემის დახმარებით, გაცილებით უფრო მარტივი ხდება ნებისმიერი რაოდენობის ციფრული პროდუქტის მართვა და მათი შექმნისას ერთგვაროვნების დაცვა. ეს კი, მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო ინტუიტიურს, თანმიმდევრულს და კომფორტულს ხდის.იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/448940900226970

„დიზაინ სისტემა მომავალზე ორიენტირებული, მოქნილი პლატფორმაა, სადაც იმ გაიდლაინებს მოვუყარეთ თავი, რაც საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების შექმნის პროცესში გამოიყენება. საქართველოში ცოტა კომპანია თუ მართავს საკუთარ ციფრულ არხებს ცენტრალიზებულად. ამიტომაც, გადავწყვიტეთ ჩვენი გამოცდილება ნებისმიერი გარე დაინტერესებული ადამიანისთვისაც გაგვეზიარებინა, იქნება ის დიზაინერი, დეველოპერი, მენეჯერი თუ სხვა. აღნიშნული ვებ-გვერდით, ჩვენი მიზანია,  არა მხოლოდ საქართველოს ბანკის შიდა პროცესები გავხადოთ უფრო ეფექტური, არამედ ნებისმიერ ადამიანს მივცეთ შესაძლებლობა, თავადაც გაეცნონ დიზაინ სისტემის შექმნის და დანერგვის მიმართულებით ბანკის გამოცდილებას და შემდგომში, ეს საკუთარ პროფესიულ განვითარებას თუ საქმიანობას მოახმარონ“, - აცხადებს საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან კობახიძე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები