0 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სათამაშო ბიზნესი ქართული სპორტის სპონსორობის გაუქმებას აანონსებს

ყველა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ,

13 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში წარდგენილ იქნა კანონპროექტი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დანერგვის თაობაზე. აღნიშნული რეგულაციები ითვალისწინებს სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთის მნიშვნელოვნად (70%-მდე) გაზრდას, რეკლამირების (გარდა სპონსორობისა) სრულად აკრძალვას და მოთამაშეთა ასაკობრივი ქვედა ზღვრის 25 წლამდე გაზრდას. აღნიშნული კანონპროექტის განხილვები დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და პარლამენტი მიმდინარე კვირაში აპირებს მის დამტკიცებას.

ზემოხსენებული საკანონმდებლო ინიციატივები სპორტის სფეროს ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეაფასა ქართული სპორტის მიერ დაფინანსების მოპოვების ახალ შესაძლებლობად. ასოციაციის ფორმატში, საქართველოში ლიცენზირებული ყველა სათამაშო ვებგვერდის ოპერატორის სახელით, გვსურს, აღნიშნული საკითხი განვმარტოთ შემდეგნაირად:

აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას. აღნიშნული სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობაა და, ასევე, ემსახურება კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში - სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია.

გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონპროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები