1 8 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში ყალბი ფული მზადდებოდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, 2017 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დაამზადა 3 300 ერთეულზე მეტი ყალბი 1-ლარიანი მონეტა, რომლებიც ქალაქ თბილისში განთავსებული სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მეშვეობით გაასაღა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია ბრალდებულის მიერ დამზადებული და გასაღებული ყალბი 1-ლარიანი მონეტები, მონეტების დასამზადებლად საჭირო მასალა, ყალიბები და ხელსაწყოები. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7-წლამდე ვადით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები