0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ორთაჭალაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, სამი კი დაჭრეს

თბი­ლის­ში, ორ­თა­ჭა­ლა­ში ახალ­გაზ­რდებს შო­რის მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შედეგად ორი მა­მა­კა­ცი მოკ­ლეს. მათ ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით აქვთ მიყენებული. ორი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი 30-წლამ­დე ასაკის მა­მა­კა­ცია. მომ­ხდა­რი და­პი­რის­პი­რე­ბის შე­დე­გად ასე­ვე დაჭ­რი­ლია სამი პირი, რომ­ლე­ბიც სას­წრა­ფო სამედიცინო დახმა­რე­ბის ბრი­გა­დამ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნა.

 მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სსკ-ის 109-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "ე" ქვე­პუნ­ქტით დაიწყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.





კომენტარები

მსგავსი სიახლეები