0 9 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი დააკავა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასხვისებასთან დაკავშირებულ პროცედურებში ხელშეწყობისათვის, მოქალაქეს მოსთხოვა 2 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ 1 000 აშშ დოლარი აიღო.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები