0 9 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სროლა მუხიანში - მოკლულია ერთი ადამიანი, მეორე კი დაჭრილია

მუხიანში გვიან ღამით  სისხლიანი გარჩევა მოხდა, როლის შედეგად მოკლულია ერთი და დაჭრილია ერთი ადამიანი.

დაშავებული მამაკაცი დაზიანებებით მეხუთე საავადმყოფოშია გადაყვანილი. ახალგაზრდას დაზიანება ბარძაყის არეში აქვს მიყენებული.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის, იარაღის უკანონო შეძენა- შენახვისა და სხეულის მძიმე დაზიანების მუხლებით არის დაწყებული. პოლიციას ჯერ არავინ დაუკავებია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები