1 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქობულეთში 17 წლის გოგომ თავი მოიკლა - არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო

ქობულეთში 17 წლის გოგომ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა. ​​არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იყო, რადგან კანონმდებლობით 18 წლამდე ასაკის პირთა ქორწინება აკრძალულია. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მხოლოდ ერთი, 115-ე  თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

მეზობლები ყვებიან, რომ ცოლ-ქმარი თურქეთიდან ორი დღის წინ დაბრუნდა. ისინი თურქეთში სამუშაოდ იყვნენ წასულები.

მეზობლები მომხდარის სხვა დეტალებზე ვერ საუბრობენ. 

გარდაცვლილი გოგონა მშობლებმა გუშინ ღამით იმერეთში გადაასვენეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ და საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. თვითმხილველები ამბობენ, რომ ოჯახის წევრები და სხვა პირებიც დაკითხეს.  

შემთხვევა 25 სექტემბერს საღამოს საათებში მოხდა. 


http://ajaratv.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები