1 0 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სროლა თბილისში - ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს

შემთხვევა ღამით ფალიაშვილის ქუჩის N7-ის მომდებარე ტერიტორიაზემოხდა.

თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრესარსებული ინფორმაციით, სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

დაჭრილი 20-25 წლის ახალგაზრდები ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ერთ-ერთ მათგანს რამდენიმე ჭრილობა მიყენებული ჰქონდაროგორც ცივი, ასევე ცეცხლსასროლი იარაღით.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. არსებული ინფორმაციით, დამნაშავეადგილიდან მიიმალა. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე( ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება).

კომენტარები

მსგავსი სიახლეები