0 2 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თბილისში, არასრულწლოვნებმა, კიდევ ერთი მაღაზია გაძარცვეს

თბილისში, არასრულწლოვნებმა, კიდევ ერთი მაღაზია გაძარცვეს. კიდევ ერთი ძარცვა თბილისში, სადაც ისევ არასრულწლოვნები მონაწილეობენ. შემთხვევა დღეს დილით, დიღმის მასივში მოხდა. გაძარცვულია, ელექტრო სიგარეტების მაღაზია. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს, თუ როგორ ამტვრევს, მაღაზიის მინას ორი არასრულწლოვანი, შემდეგ კი თანხის გასატანად სალაროსთან მიდის, სადაც მათ მხოლოდ 5 ლარი ხვდებათ.

მძარცველებმა თითქმის ვერაფერი ვერ წაიღეს. მეპატრონე ამბობს, რომ გახშირებული თავდასხმების გამო, სალაროში თანხას აღარ ტოვებენ. მისივე თქმით, ბოლო ერთი წლის მანძილზე, ეს ამ მაღაზიის ძარცვის უკვე მეექვსე შემთხვევაა თუმცა, როდესაც დანაშაულში ბრალდებულები ისევ არასრულწლოვნები იქნებიან, მათ მიმართ სამართლებრივი მოქმედებები ვერ გატარდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები