0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამეგრელოში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - შემზარავი შემთხვევის დეტალები

სამეგრელოში სამი ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა სოფელ პირველ მაისში ცოტა ხნის წინ მოხდა.

სამივე გარდაცვლილი ფარცვანიების სახლში მეზობელმა ნახა. როგორც ცნობილია, მკვლელობას თვითმხილველი არ ჰყავს და დეტალები უცნობია. 

წინასწარი ინფორმაციით, სამივე ცეცხლსასროლი იარაღით არის მოკლული და თითოეულ მათგანს თავში აქვს ტყვია მოხვედრილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები