0 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა"- „ლიბერთი ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით თბილისში ლიბერთი ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებული დააკავეს.

"ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1967 წელს დაბადებული პ.ჭ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 მაისს თბილისში, რობაქიძის გამზირზე მდებარე „ლიბერთი ბანკში“ შეიჭრა და სიცოცხლის ხელყოფის მუქარით 4580 ლარი, 200 ევრო და 100 აშშ დოლარი გაიტაცა. სამართალდამცველებმა პ.ჭ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს დააკავეს. გატაცებული თანხის ნაწილი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს,"- ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები