1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

"რუსთავი 2"-ის საქმეზე ყველა ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ "რუსთავი 2"-ზე თავდასხმის მონაწილეებს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ექვსივე დაკავებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. 

გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც  ჯგუფურად წინასწარ დაგეგმილ ხულიგნობას გულისხმობს.

„რუსთავი 2“-თან განვითარებული მოვლენების შედეგად, სულ 6 პირია დაკავებული. ორ მათგანს ბრალი დაუმძიმდა. ლუკა ნაცვლიშვილს დამატებით სხვისი ნივთის დაზიანებას, გოგა ონიანს კი ცემასა და ძალადობას ედავებიან.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები