1 9 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კოლეგების დაჭრაში ბრალდებული მძღოლი დაკავებულია – ახალი დეტალები ვარკეთილში მომხდარ სისხლიან გარჩევაზე

შინაგან სამეთა სამინისტრო მიმდინარე გახოკიძის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტზე ინფორმაციას ავრცელებს.
 შსს-ს ინფორმაციით N150 სამარშრუტო ტაქსის მძღოლები კვების ერთ-ერთ ობიექტში იმყოფებოდნენ. ობიექტიდან გამოსვლის შემდეგ, ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მძღოლებს სამარშრუტო ტაქსიში ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძღოლმა – 1960 წელს დაბადებულმა ი.ჩ.-მ, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სხეულზე დაზიანებები მიაყენა თანმხლებ პირებს – ამავე სამარშუტო ტაქსის მძღოლებს: 1977 წ.დ. ა. ზ-ს, 1965 წ.დ. გ. კ-ს, 1967 წ.დ. ვ. ი.-ს და 1961 წ.დ. გ. კ.-ს, რის შემდეგაც თვითდაზიანება მიიყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა. პოლიციამ იგი ადგილზევე დააკავა და საავადმყოფოში გადაიყვანა.

უწტების ცნობით, ინციდენტში მონაწილე ყველა მძღოლი იდენტიფიცირებულია. დაჭრილი პირები საავადმყოფოში არიან გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები