1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

30 მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა - მორიგი ქურდობა მეგატექნიკის მაღაზიაში

თბილისში მეგატექნიკის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია მობილური ტელეფონები და პლანშეტი. მაღაზიის ხელმძღვანელები ამბობენ რომ დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს.

მათი განცხადებით, ზარალი 20 ათას ლარს აჭარბებს. მაღაზიიდან წაღებულია 30 მობილური ტელეფონი. კომპიუტერული ტექნიკა და 5 ათასი ლარი.

დღეს გავრცელდა სათვალთავლო კამერით დაფიქსირებული კადრები, სადაც ჩანს, როგორ შედიან სავარაუდოდ არასრულწლოვნები მაღაზიის გასაქურდად.

მაღაზიის თანამშრომლების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა ამის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებიათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები