0 2 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

მამაკაცს, რომელმაც „პიქსელის“ შენობაში მეუღლე დაჭრა, პატიმრობა შეეფარდა

მეუღლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ბრალდებულ შ.ტ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. 

სასამართლომ, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სამედიცინო დაწესებულებაში იმსჯელა.

„წარდგენილი ბრალის თანახმად, შ. ტ.-ს ბრალად ედება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობა.

საქმე ეხება, 2017 წლის 6 სექტემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე შპს „პიქსელ მენეჯმენტის“ შენობის მთავარ შესასვლელთან, ეჭვიანობის ნიადაგზე, ბრალდებულის მიერ ქალისათვის გულ-მკერდის, მუცლისა და ზურგის არეში ჭრილობების მიყენების ფაქტს. დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, დაჭრილისთვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხერხდა.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის შერჩევისას, სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ ბრალდებულს ბრალად ედება განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შესაძლო ჩადენა, რომელიც თავისუფლების აღკვეთას 7-15 წლამდე ვადით ითვალისწინებს. 

სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით, არსებობდა ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების, ახალი დანაშაულის ჩადენის, გამოძიებისათვის ხელის შეშლისა და ბრალდებულის მხრიდან მიმალვის საფრთხე. 

სასამართლომ ჩათვალა, რომ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება ვერ უზრუნველყოფდა აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 2017 წლის 2 ნოემბერს 12:00 საათზე გაიმართება“, - აღნიშნულია საქალაქო სასამართლოს განცხადებაში.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები