0 2 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს 2 მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა იმსხვერპლა

საქართველოს 2 მოქალაქე გერმანიაში მატარებელმა იმსხვერპლა. შემთხვევა ადლიგენში მოხდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი დაღუპვის შესახებ ინფორმაცია საქართველოს საკონსულოს გერმანიის პოლიციამ დაუდასტურა.

უწყების განცხადებით, დაწყებულია გარდაცვლილი მოქალაქეების საქართველოში გადმოსვენების პროცედურებზე მუშაობა. გარდაცვლილთა ვინაობას საგარეო უწყებაში ჯერჯერობით არ ასახელებენ.

გერმანული მედიის ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცები სადგურში ღამით გადაადგილდებოდნენ, სატვირთო მატარებელს ყურადღება არ მიაქციეს და ის მათ დაეჯახა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები