0 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

თბილისში მაღაზია "ნიკორა" დააყაჩაღეს

თბილისში, გორგასლის ქუჩაზე, ”ნიკორას” მაღაზიიდან თავდამსხმელებმა მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია წაიღეს. 

როგორც ” სს ”ნიკორას” მარკეტინგის სამსახურში განაცხადეს, გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე, ”ნიკორას” სავაჭრო ობიექტში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა. 

მათივე ინფორმაციით, წაღებულია მცირე ოდენობის თანხა და გარკვეული სახის პროდუქცია. 

”საბედნიეროდ, თავდასხმის დროს ობიექტის პერსონალი არ დაზარალებულა”, - აცხადებენ სს ”ნიკორაში”.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ობიექტი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები