0 3 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

სასამართლომ "ბახალა" გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

საქალაქო სასამართლომ მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი, "ბახალა" გირაოს სანაცვლოდ წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. სასამართლო დარბაზიდან მისი გათავისუფლება 20 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ მოხდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

გიორგი გიორგანაშვილს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით შეძენა - შენახვას ედავება. დაცვის მხარე ამბობს, რომ გიორგი გიორგანაშვილს ნარკოტიკები დაკავებისას ჩაუდეს. 

მსახიობს 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე კი, დღეს საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობდა, სადაც ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხნენ. სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა ორმა მოწმემ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები