0 6 : 3 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პროკურატურაში "ბირჟა მაფიას" კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელს კითხავენ

ნახევარი საათის წინ პროკურატურაში დაკითხვაზე ჯგუფ ბირჟა მაფიას კლიპში პოლიციელის როლის შემსხრულებელი მსახიობი, გიორგი გაგუა მივიდა.

დაკითხვაზე შესვლამდე გაგუამ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა.

შეგახსენებთ, რომ ბირჟა მაფიის წევრების, გიორგი ქებურიასა და მიხეილ მგალობლიშვილის დაკავების შემდეგ, გიორგი გაგუამ ინტერნეტში ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებდა, რომ გამოქვეყნებამდე მან კლიპის შინაარსი არ იცოდა.

ცოტა ხნის წინ დაკითხვაზე პროკურატურაში მუსიკოსების მეგობარი რეპერი მასტერიც იმყოფებოდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები