1 8 : 5 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული, დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით - ამირან გამყრელიძე

კოვიდ სტატისტიკა კვლავ მზარდია. შესაბამისად, მედიკოსები საქართველოში არსებულ საგანგაშო მდგომარეობაზე საუბრობენ და მოსახლეობას დროულად აცრასა და უსაფრთხოების წესების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებენ.

"6000-მდე საწოლია მობილიზებული, გუშინ დაემატა კიდევ საწოლები, რომლებიც აღარ მონაწილეობდნენ პროგრამაში იმის გამო რომ შემთხვევების რაოდენობა იყო დაბალი. ასევე მობილიზდა დამატებით ბავშვთა საწოლები. გარკვეული შეფერხება არის სასტუმროებში პაციენტების გადაყვანასთან დაკავშირებით. არის ბევრი მსუბუქი, უსიმპტომო შემთხვევა, რომელსაც არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია. დამატებით სასტუმროების მობილიზებაც ხდება, დღე დაემატა 2 სასტუმრო და კიდევ მიდის მუშაობა ტურიზმის დეპარტამენტთან,"- აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი მოადგილე თამარ გაბუნია.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ეპიდემიის შესაჩერებლად აუცილებელია აცრა და შესაბამისი წესების დაცვა:

"ყველა ვინც აცრილები არ ბრძანდებით წაბრძანდეთ და აიცრათ სულყველა და რაც დღეს გაკეთდა, რომ არცერთ შეკრებაზე აუცრელი ადამიანი არ უნდა იყოს დაშვებული დღეს მე თვითონ მოვედი ჩემი აცრის სტატუსით, რომ არ დამერღვია წესი. თუ ყველა მოქალაქე გააკეთებს, რომ აიცრება და არ დაარღვევს წესებს, რომელიც რეკომენდებული და დანერგილია, დარწმუნებული იყავით, რომ შევაჩერებთ," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები