1 8 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ფაიზერი” საქართველოშია - ნახეთ, როდის და რომელ კლინიკებში დაიწყება ვაქცინაცია

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომლითაც მივიღეთ ხელშეკრულებით გათვალისწინებული Pfizer-ის გარკვეული დოზები, – ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ჯანდაცვის მინისტრმა ვაქცინაციის დაწყების თარიღიც დაასახელა.

„პირველი ეტაპისთვის ამ პროცესში საქართველოს მასშტაბით ჩართული იქნება 7 კლინიკა. დღეის მდგომარეობით 30 ბრიგადა იქნება განკუთვნილი Pfizer-ით ვაქცინაციისთვის და ეტაპობრივად ამ პროცესში ჩაერთვება 80 დამატებითი კლინიკა და სულ მცირე 240 ბრიგადით მოვემსახურებით მოქალაქეებს. უშუალოდ ვაქცინაცია დაიწყება 16 ივლისს“, – აღნიშნა ტიკარაძემ.

ამასთან, ეკატერინე ტიკარაძე იმ სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებიც pfizer-ით ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. 

pfizer-ით იმუნიზაცია მოქალაქეებს პირველ ეტაპზე შეეძლებათ სამედიცინო დაწესებულებებში: „ამტელ ჰოსპიტალ პირველი კლინიკური“, „კავკასიის მედიცინის ცენტრი“, „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა“, „ივ.ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალი“, ქ. ბათუმში „რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფო“, ქ. ქუთაისში „დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი“ და ქ. გორში „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი“. 

ცნობისთვის, დღეს საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინა შემოვიდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები