0 4 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

შეცდომები, რომლებიც ყველას მოგვდის დიეტის დროს

   წონაში დაკლება ნამდვილად დიდი გამოწვევაა. ის თვეების განმავლობაში მოითხოვს მკაცრი რეჟიმის დაცვას, კვების შეზღუდვას და დიდი ფიზიკურ აქტივობას.

მაგრამ ცნობილი კვების სპეციალისტები ქალებს აფრთხილებან, რომ ბევრი გავრცელებული დიეტა პირიქით აფერხებს წონის კლებას.

აქ წარმოგიდგენთ ყველაზე მეტად გავრცელებულ შეცდომებს, რომელიც ყველა ჩვენგანს მოსდის დიეტის დაცვის დროს.

დადგენილია, რომ ის ხალხი, ვინც დილით საუზმობს, უფრო მეტად ინარჩუნებს ჯანმრთელობას  იმ ხალხთან შედარებით, რომლებიც საუზმეს არ მიირთმევენ.

გამოტოვებულმა საუზმემ შესაძლოა გამოიწვიოს ორგანიზმში მკვებავი ნივთიერების ნაკლებობა, რასაც მოსდევს დაღლილობის შეგრძნება გამოტოვებული საუზმე გავლენას ახდენს ადამიანის აზროვნების უნარზე.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ იმ ხალხის 31 პროცენტი, რომელიც საუზმეს არ მიირთმევს, არაჯანსაღი საკვებით იწყებს შიმშილის შეგრზნების დაკმაყოფილებას.

კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, რომელსაც წონაში დაკლების მსურველები უშვებენ ისაა, რომ ისინი ხშირად იღებენ რაციონიდან კვერცხს, თუმცა ასევე მკვლევრების დაკვირვებით, კვერცხი არ ზრდის გულის დაავადებების რისკს.ნურც კვერცხის გულზე იტყვით უარს, რადგან ის თითქმის მთლიანად  მკვებავ ნივთიერებას შეიცავს.

ბევრი ადამინაი ასევე თვლის, რომ ვარჯიშის დაწყებისა და დამთავრრებისას აუცილებელია ტკბილი სასმელი, მაგრამ ესეც მცდარი მოსაზრებაა, რადგან ეს სასმელები შეიცავს ძალიან ბევრ კალორიას.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები