1 8 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა

 

„თეგეტა ჰოლდინგმა“ 22 აპრილს დედამიწის დღე აღნიშნა და, 193 ქვეყანასთან ერთად, ყოველწლიურ ღონისძიებას შეუერთდა. დედამიწის დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

„დედამიწის დღე 2024-ის“ მთავარი  გზავნილი - „პლანეტა პლასტმასას წინააღმდეგ“ იყო. სწორედ ამ მოწოდებას უპასუხა „თეგეტა ჰოლდინგმა“ წლევანდელი აქტივობით - კომპანიამ მწვანე სოციალურ საწარმო „ტენესთან“ თანამშრომლობით, ნარჩენების მართვის მიზნით, მოქალაქეებს პლასტმასის შეგროვების აქციაში ჩართვის შესაძლებლობა მისცა. „თეგეტას“ შვილობილი კომპანიის, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ ელექტრომანქანა მთელი დღის განმავლობაში თბილისის უბნებში გადაადგილდებოდა, კონკრეტულ ლოკაციებზე კი „ტენეს“ წარმომადგენლები მოსახლეობისგან შეგროვებულ პლასტმასას იბარებდნენ. აქტივობის შედეგად სხვაფასხვა ლოკაციაზე ნახევარ ტონაზე მეტი პლასტმასა შეგროვდა. 

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „თეგეტაში“ გვჯერა, რომ ნარჩენების გადამუშავებით შეგვიძლია, დედამიწისთვის ახალი ღირებულება შევქმნათ. სწორედ გარემოზე ზრუნვის იდეა გვამოძრავებს, როცა გარემოსდაცვით აქტივობებში ვერთვებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყოველ ჯერზე შევუერთდეთ ისეთ გლობალურ მოძრაობებს, როგორიცაა თუნდაც ჩვენი პლანეტის დაცვის საერთაშორისო დღე, კიდევ ერთხელ შევახსენოთ საზოგადოებას გარემოზე ზრუნვის მნიშვნელობა და მოვუწოდოთ, გავერთიანდეთ ამ იდეის გარშემო.

ჩვენს კომპანიას გარემოზე ზრუნვის მიმართულებით კომპლექსური და გრძელვადიანი ხედვა აქვს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი შვილობილი კომპანიის „თეგეტა გრინ პლანეტის“ საქმიანობა, რომელიც სპეციფიკური ნარჩენების (საბურავების, ზეთების, აკუმულატორების) მართვას ეფექტიანად ახერხებს და „თეგეტაში“ წარმოქმნილ ნარჩენებს გადამმუშავებელ ქარხნებში აბარებს.

ასევე გამოვარჩევდი  კომპანიის მდგრად სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც ელექტრომანქანების პოპულარიზაციასა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას გულისხმობს“.

თბილისის მასშტაბით შეგროვებული პლასტმასა „ტენემ“ გადამამუშავებელ ქარხანაში წაიღო. აქტიურ მოქალაქეებს კი „ტენეს“ დამტენები გადაეცათ. კომპანია „ტენეს“ მიზანი სწორედ საზოგადოებაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება, მაგალითის მიცემა, გარემოს დასუფთავება, პლასტმასის ჩაბარება და ამ პროცესებში მოქალაქეების მაქსიმალურად ჩართვაა.

სანდრო ლილუაშვილი, კომპანია „ტენეს“ დამფუძნებელი: „ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ დაბალია ცნობიერება ნარჩენების მავნებლობასთან, ცირკულარული ეკონომიკის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. სერიოზული პრობლემაა ის, რომ გამოყენებულ პლასტმასას მუნიციპალურ ურნებში ვყრით, ეს ნარჩენი იმარხება ნიადაგში, რაც საზიანო და დაუშვებელია.

ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულება დაგვეკისრა, რომ ნარჩენები დავანაწევროთ, ცალ-ცალკე ურნაში განვათავსოთ, მაგრამ საკითხი დღემდე გამოწვევად რჩება. ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო სექტორს -  კომპანიებს, რომლებიც პარტნიორობას გვიწევენ სხვადასხვა აქციის დაფინანსების კუთხით. სიმბოლურად, თუნდაც პლასტმასის 50 ბოთლის სახურავის ჩაბარების სანაცვლოდ, მოქალაქეებს ვასაჩუქრებთ, ვცდილობთ, მათი ძალისხმევა წავახალისოთ. მსგავს აქტივობებს დიდი გამოხმაურება აქვს მოსახლეობაში. ამჯერად მსგავსი აქცია „თეგეტასთან“ პარტნიორობით გავმართეთ. ერთობლივად შევახსენეთ საზოგადოებას, რამდენად მნიშვნელოვანია, პლასტმასის ნარჩენები ურნებში არ მოხვდეს. ამ ტიპის ღონისძიებებით ადამიანები ეჩვევიან პლასტმასის ცალკე შეგროვებას. ასე ვზრდით სამოქალაქო პასუხისმგებლობას, ვზრუნავთ დედამიწაზე და ვცვლით მოქალაქეების ქცევას“.

„თეგეტა ჰოლდინგის“ შიდა ორგანიზაციული კულტურა ზედმიწევნით ეხმაურება გზავნილს - „პლანეტა პლასტმასის წინააღმდეგ“. კომპანიის ოფისებსა და ფილიალებში უკვე რამდენიმე წელია, პლასტმასის შესაგროვებელი მწვანე ყუთებია განთავსებული, სადაც თანამშრომლების ერთობლივი ძალისხმევით ყოველწლიურად ათასობით ბოთლი გროვდება და პარტნიორ საწარმოში იგზავნება გადასამუშავებლად, რაც გარემოს დაბინძურებას მნიშვნელოვნად ამცირებს.

 „ტენესთან“ ერთად განხორციელებული გარემოსდაცვითი აქტივობის პარალელურად „თეგეტა ჰოლდინგმა“ თანამშრომლებს „მწვანე გამოწვევა“ მოუწყო. „დედამიწის დღე თეგეტაში“ ჰოლდინგმა შვილობილ კომპანიასთან - „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად აღნიშნა. კომპანიის სათავო ოფისში  „მწვანე სივრცე“ მოეწყო, სადაც თანამშრომლებს შეგროვებული მაკულატურის ჩაბარება შეეძლოთ, რათა თავიანთი წვლილი შეეტანათ პლანეტაზე ზრუნვის პროცესში. გამოწვევაში ჩაერთო „თეგეტას“ ყველა ფილიალი საქართველოს მასშტაბით, რის შედეგადაც ჯამში 1 ტონამდე მაკულატურა შეგროვდა, რომელიც პარტნიორ გადამამუშავებელ კომპანიას გაეგზავნა.

გარემოს დაცვაზე ზრუნვა „თეგეტას“ კორპორაციული მდგრადობის სტრატეგიის ნაწილია. ნარჩენების მართვის მიზნით კომპანიაში ქაღალდის მოხმარება შემცირებულია. საჭირო დოკუმენტაცია მომხმარებელს ელექტრონულად ეგზავნება, ჰოლდინგის შიდა დოკუმენტბრუნვა კი სრულად ელექტრონულია. „თეგეტაში“ მოხმარებული მეორადი ქაღალდი გროვდება და, პროექტ „მაკულიტერატურასთან“ ფარგლებში, გადამმუშავებელ ქარხანაში იგზავნება.  „თეგეტას“ მიერ ქაღალდის დაზოგვისა და გადამუშავების შედეგად, ყოველწლიურად საშუალოდ 200-ზე მეტი ხის მოჭრის თავიდან აცილებაა შესაძლებელი.  

„თეგეტა“ ზრუნავს საწარმოო მასალების გადამუშავებაზეც. კომპანიაში ხარისხდება მეორადი ზეთები, აკუმულატორები, საბურავები. შემდეგ ეს ნარჩენები „თეგეტას“ შვილობილი კომპანია „გრინ პლანეტის“ საშუალებით ლიცენზირებულ გადამმუშავებელ საწარმოებს ჰბარდება და სხვადასხვა პარტნიორი საწარმოს მიერ სასარგებლო რესურსად გარდაიქმნება.

----

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვის ცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:10

    თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით აქსელი საერთაშორისო...

    2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, თიბისი სტარტაპერთან,  EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari...

  • 14:14

    TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისი USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“.  პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებუ...

  • 12:04

    დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტო...

    ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია  ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრან...

  • 15:29

    თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზ...

    თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს,  შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ  გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ...

  • 12:22

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვ...

  • 12:19

    რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის...

    ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა. ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსა...

  • 17:36

    „თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების...

    ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. ...