1 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. 

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.

 

კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები  გააზიარეს.

 

“ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენციის სახით, რომელსაც ყოველწლიურად ვუმასპინძლებთ. თბილისში, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორია შეიკრიბა: ხელისუფლების წარმომადგენლები, ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები, როგორებიცაა J.P. Morgan და Citi, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, ადგილობრივი ემიტენტები. კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო ზრდის მომსწრეები და მონაწილეები ვართ. განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა საჯარო ობლიგაციების ადგილობრივი ბაზარი, რომელიც გასულ წელს გაორმაგდა და ჯამში 2 მილიარდ ლარს მიაღწია. თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ბაზრის სწრაფ ზრდას ამ კონფერენციით პასუხობს, სადაც ყველა დაკავშირებული მხარე ერთად შევიკრიბეთ, ბაზრის შედეგები განვიხილეთ და სამომავლო პოტენციალი და პერსპექტივები შევაფასეთ.  ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი და მომავალში უკვე ტრადიციული კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა:

  • გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.
  • ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები - რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.
  • თიბისი კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების შესახებ.
  • ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.
  • მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრები
  • ESG ბონდები და მდგრადი დაფინანსება
  • ადგილობრივი ბონდები VS ევრობონდები
  • არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები
  • აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:10

    თიბისი სტარტაპერის მხარდაჭერით აქსელი საერთაშორისო...

    2024 წლის 30 ივნისს აქსელი, საქართველოს ბიზნეს ანგელოზთა ქსელი, თიბისი სტარტაპერთან,  EBAN (European Business Angel Network)-თან და GBAN (Global Business Angel Network)-თან პარტნიორობით, Ciskari...

  • 14:14

    TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის...

    ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერებისთვის, თიბისი USAID-თან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს „TBC x USAID - ტექნოლოგიური განათლებისთვის“.  პროექტის მეორე ეტაპზე, სრულად დაფინანსებუ...

  • 12:04

    დიზელის ძრავაზე მომუშავე ავტომობილებს „თეგეტა მოტო...

    ექსკლუზიური სერვისები, მომსახურების მაღალი ხარისხი და პროფესიონალთა გუნდი - „თეგეტა მოტორსის“ დიზელის სერვისცენტრი მომხმარებელს ორი ათწლეულია  ემსახურება. აქ დიზელისძრავიანი ავტოტრან...

  • 15:29

    თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის ზაფხულის შეთავაზ...

    თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, 26 და 27 ივნისს,  შესაძლებლობა აქვთ, იშოპინგონ და დაიბრუნონ  გადახდილი თანხის 30% Yamamay, Tezenis, Calzedonia, Roniko, Optimist, Kenari და Torreli-ის ქსელურ...

  • 12:22

    ZEG - Tbilisi Storytelling Festival ...

    ZEG - ამბის თხრობის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ღონისძიებამ 110-ზე მეტ მომხსენებელსა და 800-მდე სტუმარს უმასპინძლა. ფესტივალის მომხსენებლებს შორის იყვნენ: მარია რესა ნობელის პრემიის ლაურეატი მშვ...

  • 12:19

    რა გავლენა აქვს ტემპერატურის ცვლილებას ავტომობილის...

    ზაფხული უკვე აქტიურ ფაზაშია და ძალიან მნიშვნელოვანია, ავტომობილმა ყველა ის საჭირო სერვისი მიიღოს, რაც უსაფრთხო და მშვიდი გადაადგილების გარანტიაა. ზაფხულის დადგომა ავტომობილის რამდენიმე დეტალზე განსა...

  • 17:36

    „თეგეტა ჰოლდინგმა“ გარემოს დაცვის თემაზე დებატების...

    ნარჩენების მართვის ეფექტიანობა, ეკომეგობრული ინიციატივები და თეგეტას გარემოსდაცვითი პოლიტიკა - ამ საკითხებზე „თეგეტა აკადემიაში“ დებატების ეროვნული ტურნირის მონაწილეებთან ერთად ისაუბრეს. ...