1 5 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ნიკა გვარამია: რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, თქვენი ქვეყანა თუ გადაყირავდა, მოხუცები დავკარგეთ, ხალხმა პურის ფული ვეღარ იშოვა და სიღატაკემ გათანგა

"მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

რად გინდათ ეს მილიარდები და მილიონები, თქვენი ქვეყანა თუ გადაყირავდა, მოხუცები დავკარგეთ, ხალხმა პურის ფული ვეღარ იშოვა და სიღატაკემ გათანგა, ბავშვები სტრესით სამუდამოდ დასახიჩრდნენ და ჩამორჩენილი ქვეყნის ჩამორჩენილი მოქალაქეობისთვის გაიწირენ ?! როგორ უნდა იცხოვროთ ამ საზოგადოებაში? როგორ აპირებთ ოაზისის აშენებას უდაბნოში? არა გრცხვენიათ? სამყარო შეიცვალა, არავინ იცის, როგორი დილა გათენდება ხვალ და თქვენ ისევ ანგარიშებზე ინახავთ მილიონებს?

გულისამრევი მეშჩანები და ხალხის მოზიზღარი ავადმყოფები ხართ, ბიძინა ივანიშვილის თამადობით.

იმ ბიძინა ივანიშვილის,

❌ რომელიც მილიარდერთან ერთად, ამ ქვეყნის ყველა ხელისუფლებას წარმოადგენს ერთდროულად და თან იმალება,

❌ რომელიც შუა ჟამიანობისას ხეებს თხრის და სადღაც მიათრევს,

❌ რომელიც, ხალხი როცა ეპიდემიას ებრძვის, ჰესებს იკანონებს,

❌ რომელიც არც ერთხელ, ა რ ც ე რ თ ხ ე ლ არ დაგვენახა, რაც ეპიდემია თავს დაგვატყდა. მე რა, თავის გულწრფელ და მოყვარულ ამომრჩეველსაც კი, და არც ერთი გამამხნევებელი სიტყვა არ უთხრა, არც ერთი ცენტით არ შეეშველა.

დიახ, სიმდიდრე სირცხვილი არაა, პირიქით. მაგრამ გაჭირვებული სამშობლოსთვის ხელის არ გამართვა - სამუდამო დაღი და უკუნითი თავს ლაფი.

არასდროს ასეთი მხდალი ლიდერი ჩვენ არ გვყოლია. არავინ ასე სამარცხვინოდ ჩვენს ისტორიაში არ ჩაგვიწერია, როგორც მას ჩავწერთ. ეს ისე ვიცი, როგორც კორონას დაამარცხებს კაცობრიობა. მაგრამ ივანიშვილთან ერთად, ყველა იმას მოეთხოვება პასუხი, ვისაც მილიონები აქვს უსიცოცხლო საბანკო ანგარიშებზე და ვისაც პირბადე არ გაუღია განსაცდელში მყოფის სიცოცხლის და სამშობლოს გადასარჩენად!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...

  • 13:32

    სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწ...

    ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.  ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...

  • 14:04

    პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...

        🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...

  • 12:08

    ,,მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგა...

    ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ   მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...    მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...

  • 11:39

    არა რუსეთს ❌ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან...

    ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌    საქართველოს გზა ევროპაშია ✊   პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...

  • 12:23

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა...

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.    „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...