2 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გიორგი კეკელიძე: „თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგონები ნივთები არ არიან, როცა გინდა მოეფერო და როცა გინდა - გატეხო...“

გიორგი კეკელიძე სამტრედიაში მომხდარ მკვლელობას ეხმაურება და წერს :

„ერთი დღით ადრე, სანამ ახალგაზრდა ქალს ქმარი თუ ქმარყოფილი ყელს გამოჭრიდა, იმ სოფლის სკოლაში წიგნები ჩავიტანეთ.

ახლა ვფიქრობდი, რომ ის გოგონაც, ალბათ იმ სკოლაში სწავლობდა და შესაძლოა, ის კაციც.  და ორივეს ოდესღაც ისეთივე ანთებული თვალები ჰქონდა და ეს თვალები სულ სხვა მომავალს ეძებდნენ. სულ სხვას, ვიდრე ახლა ჩამოდგა. და მივხვდი, რომ ხვალინდელი დღეც ასეთი იქნება. ზუსტად ასეთი. განა მარტო იმ სოფელში. ყველგან. შევეშვათ ეთნოსებისკენ ცალი ხელის გაშვერას და ცალით საკუთარი უსინდისობის და უმაქნისობის ჩუმად მოწმენდას. ფემიციდი მხოლოდ მკვლელობა არ არის. ეს ქალების განდევნის ხელობაა. ყოველდღე და ყველგან.

კვირაში ორ სოფელს მაინც ვსტუმრობთ. როცა წიგნებს ვარიგებთ, უმეტესად მასწავლებლები პატარა ბიჭებს გამოუშვებენ ხოლმე წიგნებისკენ და გოგონები მორცხვად, შორს დგანან. არადა ორ-ორ წიგნს ვურიგებთ თითოს სიმბოლურად, განა რამე მძიმეს და შეუძლებელს.

იქაც ვამბობ და აქაც ვიტყვი : ყველაფერი ასეთი მცირე, შეუმჩნეველი ამბებით იწყება და ჩვენ მომავალშიც გუშინდელივით დავმარცხდებით, თუ არ მივხვდით და:

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ წიგნებისკენ ისინიც ბიჭებთან ერთად უნდა გამოიქცნენ!

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ სირცხვილი არ არის, თუ გოგონები წიგნებისკენ ბიჭებთან ერთად მორბიან!

თუ გოგონებს არ ვასწავლეთ, რომ ისინი თავისუფლები, ლაღები უნდა იყვნენ. მხოლოდ საკუთარი თავის საკუთრება, მხოლოდ საკუთარი ფიქრის მძევალი.

თუ ბიჭებს არ ვასწავლეთ, რომ გოგონები ნივთები არ არიან, როცა გინდა მოეფერო და როცა გინდა – გატეხო.

თუ არ ვასწავლეთ აქ დ ახლა. თუ არ ვასწავლეთ და არ ვისწავლეთ. ჩვენც და თქვენც!

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:26

    ,,რუსები არ ჩერდებიან. ამჯერად, გრემისხევის თავზე...

    რუსები არ ჩერდებიან.  ამჯერად, გრემისხევის თავზე მოაწყვეს რადიო-ელექტრონული დაზვერვის სპეც სადგომი, რომელიც გამოიყენება სპეციალური სადაზვერვო მანქანის საპარკინგე ადგილად.    ასეთი ტიპის...

  • 14:40

    ,,9 წელი ვეძებე.. ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,...

    9 წელი ვეძებე,და ამ ჯგუფის წყალობით ვიპოვე,მადლობა კიდევ ერთხელ თამუნა მუსერიძეს და მის გუნდს..გუშინ ჩემი ძალებით გავარკვიე ბიოლოგიური მამის ვინაობაც და ყველაზე დიდი შოკი მაშინ მივიღე,როც აღმოჩნდა რომ...

  • 13:32

    სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწ...

    ბევრი მირეკავს, მწერს, მეგობრებო კარგად ვარ, გამთენიამდე სახლთან მოაწყეს ჩასაფრება, სადარბაზო ააჭრელეს წარწერებითა და პლაკატებით.  ძალიან მალე დამკვეთები შემსრულებლებთან ერთად დადგებიან და საკუთა...

  • 14:04

    პირობას გაძლევთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ პირ...

        🇬🇪🇪🇺 რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ქართული პასპორტით ევროპულ ქვეყნებში რომ თავისუ...

  • 12:08

    ,,მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგა...

    ვინც ჩუმად ხართ და ხმას არ იღებთ... ან ვერ იღებთ.. იცოდეთ   მეც მეშინია რო ხმის ამოღების მერე რამეს დავკარგავ...    მეც მეშინია რო შეიაძლება ცხოვრება გამირთულდეს... ან ერთი გზით იძიონ შ...

  • 11:39

    არა რუსეთს ❌ პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან...

    ფეხბურთელი ბუდუ ზივზივაზე "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ "რუსულ"კანონპროექტს ეხმაურება: არა რუსეთს ❌    საქართველოს გზა ევროპაშია ✊   პ.ს მადლობა არავინ გადამიხადოს რადგან იმას ვამბობ...

  • 12:23

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა...

    გიორგი კეკელიძე დაქორწინდა. მისი რჩეული მარიამ სოსელიაა. ის ერთ-ერთი კომპანიის მარკეტინგის მენეჯერია.    „დღეს 40 წლის გავხდი და დავქორწინდი“ - წერს მწერალი სოციალურ ქსელში. ...