2 3 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის“ ჯილდო მოიპოვა

თიბისიმ საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსზე „Meliora 2024“ ორი ჯილდო მიიღო.

კონკურსის გრანპრი კატეგორიაში - „წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანია“. თიბისიმ აღნიშნული ჯილდო იმ გამორჩეული საქმიანობისთვის მიიღო, რომელსაც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი გამოწვევების გადაჭრის მიზნით ახორციელებს თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, გარემოსა და საზოგადოებისთვის.

თიბისი ყოველთვის აცნობიერებდა მის მნიშვნელოვან როლს საზოგადოების განვითარებაში. როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში, თიბისი ნერგავს სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების უმაღლეს სტანდარტებს; ხელმძღვანელობს მაღალი ეთიკური პრინციპებითა და ძლიერი შიდა კულტურით. თიბისი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საქართველოს ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

მეორე ჯილდო თიბისიმ მიიღო კატეგორიაში - „გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“. თიბისის აღნიშნული ჯილდო „2022 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“ გადაეცა.

2019 წლიდან, ბიზნესის ზრდასთან ერთად, თიბისიმ მდგრადი განვითარების ყოველწლიური ანგარიშის გამოქვეყნება დაიწყო. ანგარიში ყველა დაინტერესებულ მხარეს აწვდის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას თიბისი ბანკის საქმიანობის სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. მდგრადი განვითარების პირველი ანგარიში მომზადდა გარე კონსულტანტის დახმარებით, ხოლო 2020 წლიდან ანგარიშის მომზადებაზე პასუხისმგებელია თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების (ESG) დეპარტამენტი. ანგარიში მომზადებულია გლობალური ანგარიშგების ინიციატივის (GRI) სტანდარტების მიხედვით.

თიბისიმ კატეგორიაში - „გამჭირვალობა და ანგარიშგება კორპორაციული პასუხისმგებლობისა და მდგრადობის საკითხებზე“, გამარჯვება მეორედ მოიპოვა. პირველად ჯილდო ბანკს Meliora 2022-ის დაჯილდოებაზე გადაეცა „2021 წლის მდგრადი განვითარების ანგარიშისთვის“.

თიბისის მიერ განხორციელებული პროექტები დამატებით ორ კატეგორიაში კონკურსის ფინალისტებს შორის მოხვდა და აღიარების სერტიფიკატები დაიმსახურა. ესენია: პროექტი „თიბისი X USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის“, კატეგორიაში - „საზოგადოების მხარდაჭერა“ და თიბისისა და კომპანია „პოლივიმის“ თანამშრომლობა პლასტმასის ნარჩენების შეგროვებისა და გადამუშავების მიზნით, კატეგორიაში - „მწვანე ინიციატივა“.

„საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი - Meliora“ ყოველწლიურად ავლენს და აჯილდოებს საქართველოში მოქმედ სამაგალითო მსხვილ და მცირე/საშუალო კომპანიებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით განხორციელებული პროექტებისთვის. თიბისი კონკურსის არაერთგზის გამარჯვებულია. იგი სხვადასხვა კატეგორიის ჯილდოს მფლობელად 2018-2019 და 2022 წლებშიც დასახელდა.

ღონისძიება ჩატარდა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:45

    თიბისის მობაილბანკმა Global Business and Finance M...

    გავლენიანმა საერთაშორისო ბიზნეს გამოცემა Global Business and Finance Magazine-მა ყოველწლიური შედეგები გამოაქვეყნა. 2024 წელს თიბისიმ, როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებულ აღიარებას 3...

  • 11:54

    თიბისიმ უცხოურ კომპანიებს ტექ გამოცდილება გაუზიარა...

    საერთაშორისო დისტრუბუტორული კომპანიიის, Bakotech, მეშვეობით თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში ჩატარდა ტექ მიმართულებით შეხვედრა. თიბისიმ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ კომპანიებს, ABB, Kapital Bank, Un...

  • 21:15

    თიბისის მხარდაჭერით AD BLACK SEA 2024 გაიმართება...

    თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს ბათუმში შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2024 გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში მარკეტინგითა და შემოქმედებითი ინდუსტრიით დაინტერესებულ...

  • 15:28

    თიბისის მხარდაჭერით შატო ბუერას რთველის ფესტივალი ...

    22 სექტემბერს, თიბისის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტი - შატო ბუერას რთველის ფესტივალს უმასპინძლებს. რთველის ფესტივალი მრავალფეროვან გასართობ-შემეცნებით აქტივობებს მოიცავს, დღის დასასრულს ფესტივალს მ...

  • 15:20

    მეწარმე ქალების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მ...

    UN Women Georgia-ს ორგანიზებით, მეწარმე ქალებისთვის ფართომასშტაბიან გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობის მისაღებად აპლიკაციების მიღება 31 აგვისტომდე გაგრძელდება. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით, საგ...

  • 15:01

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს ...

    „ტოიოტა ცენტრი ბათუმსა“ და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელსაც კომპანიის დირექტორებმა, გოდერძი სურმანიძემ და ირაკლი არჩაიამ, მოაწერეს ხელი. ე...

  • 14:44

    გაეცანი ანალიტიკოსების ოპტიმისტურ და პესიმისტურ მო...

    თიბისის მობაილბანკში საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებას, საინვესტიციო პლატფორმაზე ახალი ფუნქციონალი გაგიმარტივებს. ახლა უკვე შეგიძლია შენთვის საინტერესო აქციების შესახებ, ანალიტიკოსების როგორც ოპტ...