0 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

AgileXchange - საქართველოში პირველი Agile სამიტი გაიმართა

 

Agile Mentor- ის ორგანიზებითა და  ლიბერთის მხარდაჭერით, ტექნოპარკში, AgileXchange - საქართველოში პირველი Agile სამიტი   ჩატარდა.

 

მოწვეულმა სპიკერებმა, Agile ტრანსპორმაციით დაინტერესებულ საზოგადოებას, ახალი საერთაშორისო მიდგომები, ასევე  ქართული ბიზნეს კომპანიებისა და კომერციული ბანკების პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარეს.  

 

"მაღალი კონკურენცია, კომპლექსური და ცვალებადი გარემო,  დაინტერესებული მხარეების სიმრავლე, ბიზნესის წარმომადგენლებისა და  ტექნოლოგიების მცოდნე პროფესიონალებთან კოლაბორაციულად მუშაობის აუცილებლობა და მასშტაბი, სწორედ ის ფაქტორებია, სადაც Agile მართვის მოქნილი მიდგომები ყველაზე ეფექტურად გამოიყენება.

 გასაკვირი არ არის, რომ ზემოაღნიშნული ფაქტორების გამო, საქართველოში Agile მიდგომების მასშტაბურად დანერგვა სწორედ წამყვან ქართულ ბანკებში დაიწყო. ქართული ბანკების გამოციდლება, ყოველთვის განსაკუთრებით საყურადღებოა Agile მიმართულებით დაინტერესებული საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, მოხარული ვართ, რომ Agile სამიტის მონაწილეებმა, პირადად სპიკერისგან, ელენე ჩუბინიძისგან  მიიღეს საინტერესო ინფორმაცია, ციფრულ პროექტებში Agile მიდგომების გამოყენების მიმართულებით, ქვეყნის ერთ ერთი წამყვანი ბანკის,  ლიბერთის გამოცდილების შესახებ“ - მარია ღლონტი, Agile Mentor-ის  დამფუძნებელი, ტრენერი და Agile ექსპერტი.

 


“პირველი ქართული პლატფორმა Agile Mentor – ძალიან დროული და საჭირო ინიციატივაა, რომელიც დაეხმარება ქართულ კომპანიებს დანერგონ საერთაშორისო ეჯაილ პრაქტიკები და რაც მთავარია, მასში ჩართულმა ადამიანებმა ისწავლონ  აზროვნების წყობის და ქცევის წესების შეცვლა. ეჯაილ მიდგომა, კომპანიებს საშუალებას აძლევს ცვლილებების მიმართ უფრო მოქნილები გახდნენ და ბიზნესის მუდმივი განვითარების შესაძლებლობა უზრუნველყონ.

ტექნოლოგიების ხანაში, მნიშვნელოვანია, ბიზნესის და ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპეტენციის ადამიანებმა, საუკეთესო შედეგის მისაღებად, ეფექტური ურთიერთქმედება ისწავლონ.

მოხარული ვარ, რომ  სამიტზე, ამ მნიშვნელოვანი მიმართულებით ლიბერთის გამოცდილების  შესახებ საუბრის  საშუალება მომეცა“ - ელენე ჩუბინიძე, ლიბერთის ციფრული ბანკინგის ბიზნეს განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

ლიბერთის შესახებ

ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურებაბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება

 

 ღონისძიების ორგანიზატორი კომპანია Agile Mentor -ის შესახებ:

 Agile Mentor ქართული პლატფორმა, რომელიც  დაინტერესებულ პირებს Agile პროფესიების დაუფლებასა და საერთაშორისო სერტიფიცირებაში ეხმარება. Agile Mentor ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და კომპანიას, მუდმივ რეჟიმში სთავაზობს:  ინტენსიურ ბუთქმფებსა და საერთაშორისო სერტიფიცირების შესაძლებლობას; უფასო მასტერკლასებს, რომლებსაც საერთაშორისოდ აღიარებული მენტორები ატარებენ; Agile სამუშაო ჩარჩოების პრაქტიკულ კურსებს; Agile-პროფესიების საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი მენტორობას; Agile-ლიდერებისთვის აუცილებელი ე.წ. რბილი უნარების (Soft Skills) ბუთქემფებს − ქოუჩინგსა და ფასილიტაციას; Agile-მართვის ინფორმაციული სისტემების შესწავლას;ქართულ ენაზე შექმნილ ბლოგებს;ორგანიზაციის მიზნების ჩამოყალიბების OKR-მიდგომის შესწავლას და სხვ.ასევე გამოცდილ პარტნიორთან ერთად Agile Mentor კომპანიებს Agile მიდგომების დანერგვასა და Agile ტრანსფორმაციის განხორციელებაში უწევს მხარდაჭერა/კონსულტირებას

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები