0 1 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზუგდიდში ხანძრისას დაღუპულ ბავშვებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო განცხადებას ავრცელებს

"ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ", - ამის შესახებ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებაშია საუბარი. უწყება ზუგდიდში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, გამოხატავს ღრმა მწუხარებას, ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვანების გარდაცვალების გამო. 

საზოგადოების ინფორმირებისთვის განვმარტავთ, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ. 2023 წლის 1 აპრილიდან, ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი.

რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა. 

სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო, ოჯახს, მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი, კანონით განსაზღვრულ ვადებში, პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.

ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან, არასრულწლოვანებს, დამატებით, დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი, ყოველთვიურად, შეადგენდა 1500 ლარს. 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში, - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები