0 0 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

მარნეულში 4 წლის ბავშვს კისტის თოფის ტყვია თავში მოხვდა, რომელიც ძმას გაუვარდა

მარნეულში 4 წლის ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია მოხვდა. არასრულწლოვანი ამ ეტაპზე თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში, მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ინფორმაცია თავდაპირველად გამოცემა “რადიო მარნეულმა” გაავრცელა. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში, 1 აგვისტოს შეიყვანეს ბავშვი, რომელიც კომატოზურ მდგომარეობაში იყო და კეფის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა. მარნეულის “ჯეო ჰოსპიტალსის” პედიატრიის განყოფილების უფროსმა და გადაუდებელი პედიატრიის ექიმმა ელმან სადიკოვმა განაცხადა, რომ ბავშვის მშობლებისა და ნათესავების თქმით, ბიჭი თამაშის დროს დაეცა და თავის დაზიანება მიიღო. სამედიცინო კვლევებით გაირკვა, რომ ბავშვს თავში კისტის თოფის ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

“ძალიან სერიოზული ტრავმაა თოფით მიყენებული. რეალურად, ეს ტყვია შევიდა უკანა კეფის მხრიდან, გაიარა მნიშვნელოვანი გზა და დააზიანა შუა ტვინის სტრუქტურები. იმ ადგილას არის ეს ტყვია გაჩერებული, საედანაც მისი ამოღება პრექტიკულად შეუძლებელია. ამ ეტაპზე ბავშვი მართვით სუნთქვაზეა. ძალიან რთული პაციენტია პროგნოზულადაც და ამჟამად სამართავადაც” – აცხადებს, ინგოროყვას კლინიკის პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელი, გია ბიბილეიშვილი ადგილობრივ მედიასთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 19:13

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდ...

    თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდას ცხედარი იპოვეს.  გარდაცვლილი 23 წლის ბიჭი და 21 წლის გოგოა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვალება, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებებს უკავშირდება...

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...