0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქართველმა ძიუდოისტმა სოფიო სომხიშვილმა გერმანელი მოწინააღმდეგე იპონით დაამარცხა

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა (78+ კგ) სოფიო სომხიშვილმა გერმანელ მოწინააღმდეგეს რენე ლუხტს იპონით სძლია და მერვედფინალში გავიდა.

სომხიშვილი მეორე წრეში ფრანგ რომან დიკოს შეხვდება.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი 9100კგ) ილია სულამანიძე.

ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები