0 2 : 1 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,2008 წლის ომის ვეტერანი. ამ ომიდან 15 წლის თავზე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე" - უკრაინაში ქართველი მებრძოლი, აჩიკო დევრისაშვილი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, აჩიკო დევრისაშვილი დაიღუპა. აჩიკო დევრისაშვილი გუშინ, 27 ივლისს, ბახმუტის მიმართულებაზე დაბომბვას ემსხვერპლა.

"გუშინ სანამ ოკუპანტები ისტორიას გვიუქმებდნენ, წარსულს, აწმყოსა და მომავალს გვიგინებდნენ, უკრაინაში მათ მიერ მხარდაჭერილი იმპერიის ჭურვებს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი შეეწირა. Achiko Devrisashvili (ჯაყო)-დიდება გმირებს აჩო!  აჩიკო 2008 წლის ომის ვეტერანი, მეოთხე ბრიგადის წევრი იყო. ამ ომიდან 15 წლის თავზე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე", - წერს ნიკუშა ფარულავა. 

დევრისაშვილი გუშინვე გამოასვენეს ფრონტის ხაზიდან, მას კიევში გადაასვენებენ. უკრაინის დედაქალაქში სამოქალაქო პანაშვიდი წმინდა ვოლოდიმირის ტაძარში გაიმართება, ამის შემდეგ კი დევრისაშვილის ცხედარს საქართველოში ჩამოასვენებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები