0 1 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

50 წელს ზემოთ პირებს ბუსტერის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარით "წაახალისებენ"

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, 50 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებიც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებენ მთავრობის გადაწყვეტილებით, 100 ლარი დაერიცხებათ.

ამასთან, როგორც ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დამატებითი შეზღუდვები ამ მომენტისთვის არ წესდება.

„გადაწყდა, რომ 50 წელს გადაცილებული პირების აცრის წახალისებისთვის პროგრამა 1 თვით გახანგრძლივდება. გარდა ამისა, 50 წელს ზემოთ ვინც „ბუსტერ“ დოზას გაიკეთებს, მათაც წახალისებას გავუკეთებთ, ოღონდ 100 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ღიბრაძემ.

მანვე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ ტესტირების გაკეთებისას თავიანთი პირადი მონაცემები, მათ შორის ტელეფონის ნომრები სწორად მიუთითონ, რათა მათთან დაკავშირება მოხერხდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები