0 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„ალტერნატიული მედია“ - IMG-ის დამფუძნებლის, გიორგი კაპანაძის საჯარო ლექცია IBSU-ში

ინერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელმა, გიორგი კაპანაძემ, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ალტერნატიული მედია საშუალებების მზარდი გავლენა საქართველოში“. 

ლექციის მსვლელობისას, გიორგი კაპანაძემ აქცენტები გააკეთა საქართველოში ინტერნეტ მედიის როლზე, მნიშვნელობაზე, მედია ტენდენციებსა და მზარდ გავლენაზე. 

მოკლავს თუ შეასუსტებს? 


საუბარი იყო ინტერნეტ მედიის მიერ სხვა მედია საშუალებების როლის შემცირებასა თუ საერთოდ, შესაძლო ჩანაცვლებაზე. 

ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელმა სტუდენტებს უთხრა, რომ ინტერნეტ მედია არ არის მკვლელი, მაგრამ მას ნამდვილად შეუძლია შეასუსტოს სხვა მედიის გავლენა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. 
„კინომ არ მოკლა თეატრი, 

ტელევიზიამ არ მოკლა გაზეთი, 

არც ინტერნეტ მედია მოკლავს მათ... 

ვერც რაღაც ახალი და განსაკუთრებული, რომელსაც მომავალი სტივ ჯობსები და ელონ მასკები შექმნიან, ვერ მოკლავს ინტერნეტ მედიას მომავალში“, - აღნიშნა გიორგი კაპანაძემ. 

ამასთან, მან სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ არ არსებობს მედია საშუალება, რომელიც არ არის სუბიექტური. 

ისევე, როგორც, არ არსებობენ ადამიანები, სუბიექტურობის გარეშე. საჯარო ლექციის ("ალტერნატიული მედია საშუალებების მზარდი გავლენა საქართველოში")  დასასრულს, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა კითხა დაესვათ ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებლისათვის. 

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის გარდა, უახლოეს მომავალში, ინტერნეტ მედია ჯგუფის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, გიორგი კაპანაძე საჯარო ლექციებს სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებისათვისაც წაიკითხავს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები