0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

იგორ კოკოშკოვი NBA-ის ერთ-ერთი გუნდის, Phoenix Suns-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

 საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი  იგორ კოკოშკოვი  NBA-ის ერთ-ერთი გუნდის,  იგი Phoenix Suns-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

 კლუბის გენერალურმა  მენეჯერმა Ryan Mcdonough- მა იგორ კოკოშკოვი ოფიციალურად წარადგინა ამ კანდიდატურაზე და განცხადებაც გააკეთა.

“იგორი მთელი თავის საკალათბურთო კარიერაში  არის წარმატებული და ერთ-ერთი პიონერი ამ საქმეში, მისი მწვრთნელობის დროს იგორი უზრუნველყოფს კალათბურთელების ფიზიკურ მომზადებისა და საკალათბურთო ინტელექტის ამაღლებას, ჩემი აზრით,  იგი დიდ გამოცდილებას შესძენს ჩვენ კლუბს რაც წარმატების საწინდარი გახდება. მას ყოველთვის გააჩნია სტრატეგია, თუ როგორ უნდა მიაღწიოს გამარჯვებას, ასევე იგი ფოკუსირებს კალათბურთელების განვითარებაზე, რაც დღევანდელ კალათბურთში ძალზედ მნიშვნელოვანია.“

აღსანიშნავია, რომ იგორ კოკოშკოვი არის პირველი მწვრთნელი, რომელიც ორი კონტინენტის  (ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკია) ქვეყნების ნაკრებს თუ კლუბებს წვრთნიდა.  მან გასულ წელს ევრობასკეტი მოიგო სლოვენიის ნაკრებთან ერთად, ეს ტიტული პირველი იყო ამ ნაკრებისთვის.. ასევე საქართველოს საკალთბურთო ნაკრებშიც  ჰქონდა წარმატებები, მან ნაკრები მერვეთფინალში გაიყვანა, ეს შედეგი საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, რადგან ევროპაში ჩვენმა ნაკრებმა “აკლიმატიზაცია“ წარმატებით გაიარა.

                                                                                                     ავტორი: ზუკა ჩიკვილაძე

 http://www.nba.com/news

კომენტარები

მსგავსი სიახლეები