0 2 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

მკითხავი პილარ აბელი, შესაძლოა სალვადორ დალის შვილი აღმოჩნდეს

  ეპატაჟური მხატვარი,  სალვადორ დალი,   სიკვდილის შემდეგა სკანდალში გაეხვა.  მისი გარდაცვალებიდან უკვე 28 წელი გავიდა, თუმცა სიურეალისტის სახელი კვლავ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. 

   საქმე ამჯერად პილარ აბელს უკავშირდება , რომელიც დარწმუნებულია, რომ დალის შვილია. პილარი  ე.წ.“ტაროს“ კარტებზე მკითხაობს .

 აბელი ახლა 61 წლის არის, მისი თქმით,  ბავშვობიდან ესმოდა დედისგან და ბებიისგან, რომ ცნობილი მხატვრის შვილია, ახლობლები მას  „დალი ულვაშების გარეშე“ ეძახდნენ და ამით ხაზს უსვამდნენ მის  გარეგნულ მსგავსებას მხატვართან.

  პილარი უკვე 10 წელია ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე  და შეიძლება ითქვას, რომ მის ბრძოლას აზრი ნამდვილად აქვს:   საქმე იმაშია, რომ მხატვარს მემკვიდრეები არ ჰყავდა , ამიტომ მან მთელი თავისი ქონება ესპანეთს უანდერძა, საუბარია 300მლნ ევროზე. შესაბამისად, თუ დნმ-ის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, მისი კანონიერი მფლობელი  სწორედ აბელი აღმოჩნდება.

   აღსანიშნავია, რომ პილარის ბრალდებებს ეჭვქვეშ აყენებს ის გარემოება, რომ სალვადორ დალის ქალები არ უყვარდა, უფრო მეტიც, მის მეგობრებს ეჭვიც კი ეპარებოდათ იმაში, რომ მას ქალებთან სქესობრივი ურთიერთობა ჰქონდა.   თავად დალიც აღიარებდა ამას და ხმამაღლა ამბობდა , რომ ჰქონდა შიში ქალის სხეულთან მიახლოების.  ერთადერთი ქალი, რომელთანაც  მას სქესობრივი კავშირი ჰქონდა, მისი მეუღლე გალა იყო..

  არის თუ არა  პილარ აბელი ნამდვილად  სალვადორ დალის შვილი,   ეს  მალე გაირკვევა, იქამდე კი  მკითხავი პილარი, კვლავ 300 მლნ. ევროს ოცნებაში დაიძინებს და გაღვიძებს

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები