0 8 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი აპლიკაცია hi app შექმნა

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნა თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

 

ამ მიზნით შეიქმნა ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის - hi app, რომლის საშუალებით მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს.


აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.

 

hi app-ით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა:

  • ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
  • მობილური ბალანსის შევსება
  • მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა და გამოყენება
  • ბალანსის შემოწმება
  • გადახდის დღიური ლიმიტის კონტროლი

 

აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს:

·         მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან ციფრული ბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.

·         თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს რომ სურს hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს მოითხოვოს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა.

·         იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის ციფრული ბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.

 

 

hi app-ის გასააქტიურებლად მიჰყევი ბმულს: https://onelink.to/pa36an

კომენტარები

მსგავსი სიახლეები