0 9 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,მისი მიზანია თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში მოქცევა" - POLITICO ივანიშვილზე

გამოცემა "პოლიტიკომ" გამოაქვეყნა  სამ კატეგორიაში მოხვედრილი ადამიანების სია - შემსრულებლები, დამრღვევები და მეოცნებეები.

"დამრღვევების" სიაში  ბიძინა ივანიშვილიც მოხვდა, რომელსაც "პოლიტიკო" ოლიგარქად მოიხსენიებს.  

"თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა და   შავ ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) მის მიერ დაარსებული მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებს ხელიდან არ აგდებს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში მოქცევაა.

ანალიტიკოსების აზრით, ივანიშვილი დიდწილად არის პასუხისმგებელი საქართველოს პრო-მოსკოვურ მოძრაობაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალების და მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა გადაიქცა რუსეთის სანქციების დამრღვევი და გვერდის ავლით ექსპორტის საკვანძო კერად", - წერს გამოცემა.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები