0 9 : 5 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

არ გვაქვს რესურსი, ვიმუშაოთ ტყვეების გათავისუფლების ჭრილში – კობახიძე ქართველ ტყვეებზე

პირველ რიგში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ორი მოქალაქე არის სამხედრო ტყვე, ჩვენ არ გვაქვს რესურსი ამ საკითხზე ვიმუშაოთ ამ ჭრილში, როგორც სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე. ისინი არიან რუსეთ-უკრაინის ომის სამხედრო ტყვეები და შესაბამისად, უკრაინაში შეიძლება იყოს ჩართული რუსულ მხარესთან შესაბამის მოლაპარაკებებში, ჩვენ ამისი რესურსი არ გვაქვს ხომ, ბუნებრივია. თქვენ გახსოვთ იგივე ბაიდენის, ჯონსონის განცხადებები, ისინი მოუწოდებდნენ მოქალაქეებს, რომ არ წასულიყვნენ მოხალისეებად ომში, იმიტომ რომ შემდეგ შესაბამის ქვეყანას აღარ ექნებოდა რესურსი, რომ ემუშავა შესაბამისი ტყვეების გათავისუფლებაზე ასეთი განვითარების შემთხვევაში.

ერთადერთი რაც შეიძლება განიხილოს ჩვენმა სახელმწიფომ არის კონსტიტუციური ვალდებულება, რომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეზე განურჩევლად ადგილსამყოფლისა და ბერკეტი არის შვეიცარიის საელჩო, არის წითელი ჯვარი. ამ ფორმით თუ რამის გაკეთება შეიძლება, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი უწყებები.

ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე

კომენტარები

მსგავსი სიახლეები