1 5 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ტურისტებისთვის თანხის გამოძალვის ბრალდებით, პოლიციამ ბათუმის ერთ-ერთი კლუბის პერსონალი დააკავა

ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ბათუმში პოლიციამ 4 პირი დააკავა.

დაკავებულია  1981 წელს დაბადებული გ.გ., 1977 წელს დაბადებული მ.ზ., 1982 წელს დაბადებული ფ.ბ. და 1978 წელს დაბადებული გ.ძ.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით,  ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კლუბში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, უცხო ქვეყნის 4 მოქალაქეს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 2 580 თურქული ლირა და 400 ლარი გამოსძალეს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები