1 5 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეთ მერწყული

 1.   მერწყული სამმაგი ძალითაა აღჭურვილი -  ასტროლოგიურად რომ ვთქვათ, იგი უძლეველია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მერწყული ჰაერის ნიშანია და ძლიერ გონებას ფლობს. მეორე იმიტომ, რომ იგი მუდმივი ნიშანია და ეს ხალხი ნამდვილი სიბეჯითით გამოირჩევა, და მესამეც, მმართველი პლანეტის წყალობით, მისი სიცოცხლე თავისუფალია წვრილმანი მიწიერი საქმეებისაგან, რაც სხვა ნიშნებს მიზნის მიღწევაში ხელს უშლის. ამიტომ არც არის გასაკვირი, რომ ამ ნიშნით დაბადებული სულ სხვადასხვა დარგის გამოჩენილი ადამიანები იყვნენ: აბრაამ ლინკოლნი, სინკლერ ლუისი, მ. შვაბი, ჯონ ბერიმორი, როკფელერი, რუზველტი, ლორდი ბაირონი, ფრიც კრეისლერი.


2.   გონებადამჯდარი და წინდახედულია -  მერწყული კარგად ეწყობა ცხოვრების ყოველგვარ პირობებს, ამიტომ კეთილდღეობის ბევრი ნივთი, რაც სხვებს იტაცებს, მას არც აინტერესებს


3.   მერწყული კეთილი, რბილი ნიშანია - ის დახმარებისთვის მუდამ მზად არის. განსაკუთრებით კმაყოფილია, როცა რჩევისათვის მიმართავენ, საუკეთესო მრჩეველიც არის. თავმდაბალია და იშივიათად ცდილობს ამხანაგებზე უპირატესობას მიაღწიოს.


4.   მეგობრობის სახლის გამგებელი – პირადი ურთიერთობების ოსტატია, მის ერთგულებას საზღვარი არ აქვს.  საოცრად მეგობრული და კომუნიკაბელურები არიან. დიახ, სწორედაც რომ  მერწყულების თვისებაა, ნებისმიერ ცოცხალ არსებასთან გააბან  მეგობრული ძაფეები, როგორც იტყვიან მერწულს მთელი კაცობრიობა უყვარს.


5. მერწყულები ახალი იდეებით, ჩანაფიქრითა და პროექტებით სავსე, ორიგინალურად მოაზროვნე ადამიანები არიან - მათი შემოქმედებითი აღტკინებანი სპონტანურია და მოულოდნელი. ისინი მოდისა და სტილის კანონმდებლები არიან დიზაინში, ინტერიერში, ტანსაცმელში, მუსიკასა და პლასტიკურ ხელოვნებაში. მერწულის ნოვატორული იდეები ხანდახან წინ უსწრებს დროს და ამიტომ ბედი სიცოცხლეშივე არ აჯილდოებს სახელითა და წარმატებით. მაგრამ მათ სახელის მოხვეჭაზე მეტად ახარებთ ის, რომ გზას უკაფავენ მომავალ თაობას. 

6. ყველაფრით დაინტერესებულებიამ ნიშნის კიდევ ერთი კარგი თვისება, მერწყულებს იზიდავთ საინტერესო ცხოვრება. და ზოგადად ყველაფრის შესწავლით არიან გატაცებულნი, აკვირდებიან თითეულ დეტალს, აანალიზებენ. ძალიან უყვართ ბუნება, და ცხოველებიც კი.

 

7.უდიდესი სულიერი ძალა და ძლიერი სიყვარულითუ თქვენი პარტნიორი მერწყულია. ჩათვალეთ ძალიან გაგიმართლად, მათ უდიდესი სიყვარულის ძალა შესწევთ. რაც მთავარია, ყველანაირი ხერხით ცდილობენ საყვარელი ადამიანის შენარჩუნებას. არიან უზომოდ ყურადღებიანები.  მერწყულები იშვიათად ღალატობენ, მათ დიდხანს ახსოვთ  პირველი სიყვარული, არ ივიწყებენ ყოფილ სიყვარულს, პირიქით უყვართ მათზე ოცნება.

 

8. განსაკუთრებული იუმორის გრძნობა და მოხერხებულობაეს ორი თვისება, გარკვეულწილად გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, თუ გადაწყვეტთ მერწყულის შეყვარებას, დამიჯერეთ არ მოიწყენთ არცერთ სიტუაციაში. რაც ძალიან გაგაბედნიერებთ, და გაგიმძაფრებთ სიყვარულს.

 

9. მერწყულისთვის მნიშვნელოვანი სულიერი მეგობრობა და ერთობაა -  ინტიმური ურთიერთობა კი მისთვის მეორეხარისხოვანია. ამასთნავე, მათთვის მნიშვნელოვანია რომანტიკა და სენტიმენტები.


10. ორიგინალობა და თვითგამოხატვა -  შედეგების მიუხედავად, მერწყულს ვერ აიძულებ, არ თქვას და არ გააკეთოს ის, რაც საჭიროდ მიაჩნია; სინამდვილეში მერწყული „თვითგამოხატვის“ სინონიმია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები